შაჰინი: საქართველოში არსებულ ვითარებას მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები უსწრებდა წინ

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა Politico-სთან საუბრისას განაცხადა, რომ სრულად აშშ-ს კონგრესის უმოქმედობის ბრალი არ არის ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა, რუსული კანონის მიღებით, რუსეთს დაუახლოვდა.

“საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები – ასევე რუსეთთან წინააღმდეგ ომში უკრაინის დასახმარებლად მისი თავშეკავება – წინ უსწრებდა [კონგრესში უკრაინისთვის] ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი დახმარების დაგვიანებულ მიღებას”.  – განუცხადა შაჰინმა Politico-ს.

მანამდე, პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი ფრენსის ფუკუიამა წერდა, რომ იმაზე, რაც საქართველოში ხდება, ნაწილობრივ ის ამერიკელი კანონმდებლებიც არიან, რომლებმაც უკრაინის დახმარებას თვეების განმავლობაში ბლოკავდნენ. ფუკუიამას თქმით, რუსეთთან ახლოს მდებარე ქვეყნებმა პრორუსული განწყობების მიღება დაიწყეს და დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნებით ნაკლებად არიან დაინტერესებული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share