ზუგდიდში ჰოკეის გუნდიც შეუქმნიათ… ოღონდ, ეს ის “ჰოკეისტებია”, ჩვენი აქციების დროს ხელში ცოცხები რომ უჭირავთ-სააკაშვილი

“ზუგდიდში ჰოკეის გუნდიც შეუქმნიათ… ოღონდ, ეს ის “ჰოკეისტებია”, ჩვენი აქციების დროს ხელში ცოცხები რომ უჭირავთ” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

ზუგდიდის ყინულის მოედანი მე გავხსენი, ამათ კი გააფუჭეს. ოღონდ ყინულის მოედანზე ბევრად მეტი ფულის ხარჯვას აგრძელებენ, ვიდრე ჩემს დროს იხარჯებოდა.

ჰოკეის გუნდიც შეუქმნიათ. ოღონდ, როგორც გაირკვა, ეს ის “ჰოკეისტებია”, რომელთაც ჰოკეის ჯოხის ნაცვლად ცოცხები უჭირავთ ხოლმე ხელში ჩვენი აქციების დროს და ამაში სოლიდურ სპორტულ ანაზღაურებას იღებენ, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share