ფერეიდნელი ქართველები ოზურგეთში
.
საქართველოში ჩამოსულ სპარსეთის ქართველებს 1907 წლის ივლისში ლექციები გაუმართავთ 18 ივლისს ბორჯომში, 19 ივლისს ბაკურიანში, 22 ივლისს ჭიათურაში, 23 ივლისს კი ოზურგეთში.
.
მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთში ლექციის გამართვის ნებართვა მთავრობისაგან ვერ აუღიათ მოსახლეობას მაინც შეხვედრიან და ყოლამ ხუსეინ ონიკაშვილს ლექციაც წაუკითხავს – „ისინი არც კი აპირებდენ ოზურგეთში ლექციის გამართვას, რადგანაც ნებართვის აღების იმედი არა ქონდათ და მხოლოდ სანახავათ შემოიარეს, მაგრამ ადგილობრივ მცხოვრებთა თხოვნით და მათივე დახმარებით ლექცია გაიმათა იმავე დღეს საღამოთი“.
.
„ლექცია შესდგებოდა შემდეგი ნაწილებისაგან; 1) „ქართველების გადასახლება ჰაშ-აბაზის დროს“ 2) „ლ. აღნიაშვილის მოგზაურობა სპარსეთის ქართველ სოფლებში და 3) „სპარსეთის ქარველობა და მათი ყოფა-ცხოვრება“.
.
გაზეთი ისარი 1907 წელი #166#167
სეფევიდების კარისკაცებს მიყვათ ქართველი ტყვეები, მე-16 საუკუნის სპარსული გობელენი (Metropolitan Museum);