ჭადრების ბაღის “ქრონიკები”

პირველად თურმე ცოტა ოღროჩოღრო ადგილი იყო, მაგრამ ცხენების საჭენებლად მაინც ვარდგოდა; „მერე“ გურიელს ახლანდელი მოედნის კიდეში სასახლის აშენება, ხოლო მოედანის ადგილზე და მიმდებარედ ბაღის გაშენება დაუწყია;
.
„მერე“ რუსები მოვიდნენ გურიელის სასახლე ყაზარმად გადააკეთეს და ბაღის შუაგულში სამხედრო ეკლესია ააშენეს და იქვე სასაფლაოც მოაწყვეს; მერე კავკასიის მეფისნაცვლის ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის სახელიც დაარქვეს და სამღვდელოებამაც აკურთხა. „მერე“ როტონდა გააკეთეს და ჭადრები დარგეს; „მერე“ თურქები შემოვიდნენ და ბაღში მდგარი ხეები საშეშედ მოჭრეს;
.
ნიკოლოზა, რომ ჩამოგდეს აქვე კომკავშირის მდივნებს „სახალხო სექსიც“ გაუმართავთ. ისეთი ამბავიც ყოფილა ეკლესიაში შარვალჩახდილი კაცი შევადრნილა, რომლისათვის მღვდელს უთქვამს – შვილო ჩემო ან ჯვარი მოიხსენი, ან შარვალი აიწიეო;
.
„მერე“ ეკლესია დაანგრიეს და სასაფლაოც აიღეს, ნაეკლესიარზე ფანტანი გააკეთეს, ბაღის ნაწილზე მოედანი მოაწყვეს და სტალინს ძეგლი დაუდგეს, სახელი კი სტალინისვე მიანიჭეს; „მერე“ სტალინის ძეგლი დაანგრიეს, მოედანს მშვიდობის მოედანი დაარქვეს და პოლიტბიუროს წევრების სურათები გამოჭიმეს, აქვე პარადზე ფანერკებ აკრული და ლენინის სურათებიანი „გაზიკებით“ კომუნიზმის მშენებელები დადიოდნენ;
.
„მერე“ ჩვენები, რომ მოვიდნენ პოლიტბიუროს სურათები აიღეს და მოედანს თეატრალური დაარქვეს, მერე გამსახურდიას სახელი მიენიჭეს; მას შემდეგ ვინცკი ვინმე „ახალი ცოცხი“ „მოიდა“ ჩიჩქნის და თხრის აქაურობას – ბაღს და მოედანს ვარმონტებო და მოედანზე ხან ასფალტს აგებენ, ხან მიწას დაყრიან და ბალახს თესავენ, მერე ქვები აწყობენ; ბაღში ხან ხის სკამებს დგამენ, ხან რკინის, ხან ბეტონის; ტარასის „ბუტკა“ ჯერ ხის იყო, შემდეგ რკინის, შემდეგ ისევ ხის;
.
„მერე“ მოედანზე რკინის კუბოები დააწყვეს, რომელშიც მიწა ჩაყარეს და შიგ ხეებიც ჩარგეს, მერე კობოებში პლანი აბიბინდა და ყველა იმას არკვევდა, რომელმა პარტიამ იკადრა ეს ამბავი, მას შემდეგ იმავე კუბოებში ბალახს თოხნიან. მოკლედ ამ ბოლო წლებში ბაღში ბულდოზერი და ექსკავატორი უფრო მეტია ნამყოფი ვიდრე „დამსვენებელი“;
.
ყველა „ახალი ცოცხი“, როგორც წესი მოედნის მიმდებარე სახლებს „კრასკავს“, რომლებიც უკვე იმდენ ფერზეა „გადანაკრასკი“, რომ ძნელია ამას იქით განსხვავებულ ფერის დადგენა;
.
უკვე 55 წელია ოზურგეთში ვცხოვრობ, მაგრამ მე რასაც მოვესწარი იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებ ეს წლები ათ სხვადასხვა ქალაქში მაინც ვიცხოვრე და აწე კი რა იქნება არავინ უწყის;
.
ალბად კიდევ ბევრია ჩასამატებელიც და დასამატებელიც ეს ახლა რაც გამახსენდა ისაა.
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share