ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილ Megobari Act-ს ეხმაურება.
ლექსმანის აზრით, მოკავშირეების გადაწყვეტილება, სამწუხაროა, მაგრამ გამართლებული. მისივე თქმით, დროა, აშშ-ს ევროკავშირმაც მიბაძოს:
”სამწუხაროა, მაგრამ გამართლებულია, რომ ჩვენი მოკავშირეები ამ ნაბიჯს დგამენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უთხრის ძირს. დროა, ევროკავშირმაც მიბაძოს,” – წერს ლექსმანი.
MEGOBARI Act ამერიკის წარმომადგენელთა პალატაშია. ცნობილი ხდება საქართველოს შესახებ ჯო უილსონის მიერ მომზადებული დოკუმენტის ძირითადი დებულებები.
ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ MEGOBARI Act მიზნად საქართველოში დემოკრატიის განმტკიცებასა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას ისახავს.
დოკუმენტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, ამერიკა საქათველოში რუსეთის სადაზვერვო აქტივებს გამოავლენს და დაასანქცირებს ყველას, ვინც ქვეყანაში დემოკრატიას ძირს უთხრის. გარდა ამისა, საუბარია დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც, რათა მათ შორის გადამწყვეტი არჩევნები სამართლიან პირობებში ჩატარდეს.