”მთავარი არხის” რეგიონული კორესპონდენტი და ადგილობრივი გაზეთის ”გურიის მოამბის” რედაქტორი ვლადიმერ მენაბდე სოციალურ ქსელში ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა.
საუბარია ფოტოზე, რომელზეც მენაბდე კონტრ-სნაიპერული შაშხანით არის გადაღებული და სოციალურ ქსელში გუშინ გამოაქვეყნა.
ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. მათ შორისაა ტვ პირველის ჟურნალისტი ნატო გოგელია, რომელიც სახალისო ფოტოს აქვეყნებს და წერს:
”ვლადიმერ მენაბდე, მიზანში მყავხარ” – წერს გოგელია ფეისბუქ-გვერდზე.