“ვინც ფორთოხალს დაიმსახურებს, ფორთოხალს ვესვრი”, – ასე პასუხობს ფორმულას კითხვას რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი, ვიქტორ დოლიძე, რომელმაც მოქალაქეს ფორთოხალი ესროლა.
“მე ჩემს ცხოვრებაში არავინ და არაფერი დამიტოვებია უპასუხოდ და ჩემს თავზე მე გავცემ პასუხს ყველას, თქვენ ჩემზე ნუ დარდობთ […] ვინც ფორთოხალს დაიმსახურებს, ფორთოხალს ვესვრი”, – თქვა ჯაფარიძემ.
გუშინ ვიქტორ ჯაფარიძემ მოქალაქეს, რომელიც მას კანონის მიღების გამო ქუჩაში შეძახილებით დახვდა, ერთ-ერთი მაღაზიიდან ფორთოხალი ესროლა. დღეს ბოდიშის მოსახდელად დაბრუნდა, სადაც უთხრეს რომ “ფორთოხალი პრობლემა არ იყო, რადგან მან შვილებს მომავალი წაართვა”.