ყველას გახსოვთ რევოლუციის 2 მცდელობა, დაემატა მე-3 მცდელობა წინა კვირების განმავლობაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები საჭიროებს გადახედვას -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
„გადახედვა ნამდვილად სჭირდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. მე ამაზე მქონდა გულწრფელი საუბარი ქალბატონ ელჩთან და მინდა გამოვხატო კიდევ ერთხელ პატივისცემა პირადად მის მიმართ. ასევე, იგივე თემაზე მქონდა საუბარი ბატონ ო’ბრაიენთან. ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ნამდვილად საჭიროებს გადახედვას, განსაკუთრებით იმ 4-წლიანი პროცესების ფონზე, რომლებიც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში. ყველას გახსოვთ რევოლუციის 2 მცდელობა, დაემატა მე-3 მცდელობა წინა კვირების განმავლობაში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები საჭიროებს გადახედვას. რა თქმა უნდა, ეს არის ქართველი ხალხისა და ამერიკელი ხალხის ინტერესებში, რომ გაჯანსაღდეს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.