საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები გერმანიაშია.

ნაკრების ოფიციალურ “ფეისბუქზე” ვრცელდება ჩვენი ფეხბურთელების დიუსელდორფში ჩასვლის ამსახველი ფოტოები.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ინფორმაციისთვის, 12 ივნისს, 17:00 CET საქართველოს ეროვნული ნაკრები ღია ვარჯიშს გამართავს.

ევრო 2024-ის მოსამზადებელი შეკრების ფარგლებში, ვარჯიში გერმანიაში, ფელბერტში, MS Arena-ს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.









