უკრაინის შეიარაღებული სამხედრო საზღვაო ძალების სპიკერის, დმიტრო პლეტენჩუკის ცნობით, ბარენცის ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდი “ადმირალი ლევჩენკო” იწვის:
“მტრის ტექნიკა იწვის. უფრო სწორედ, დიდი წყალქვეშა გემი „ადმირალ ლევჩენკო“ ბარენცის ზღვაში. გადარჩენისთვის ბრძოლა გრძელდება, იმედია უშედეგოდ.
ეს ხდება მაშინ, როდესაც “ზესახელმწიფო” იღებს სანქციებს უკრაინისგან და დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მიკოლაევში წარმოებული ძრავების მართვას. 10 წელი არ ყოფილა საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ერთ-ერთ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა.
თქვენი სწავლება მშვენივრად მიდის, ბიჭებო, არ გაჩერდეთ.” წერს პლეტენჩუკი