რუსული კანონის მხარდამჭერებმა შედეგები უნდა იგრძნონ – ევროპარლამენტარი პუპოლსი

”პერსონალური სანქციები და სავიზო შეზღუდვები იქნება ყველაზე ეფექტიანი. შედეგები უნდა იგრძნონ რუსული კანონის მხარდამჭერებმა, პოლიციელებმა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს. მე შევხვდი სამართალდამცველთა ძალადობის შედეგად დაშავებულებს, მოვისმინე შოკისმომგვრელი ისტორიები. ამ ეტაპზე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ საბჭო პერსონალური სანქციების გზას აირჩევს, თუმცა პოლიტიკური კონტაქტების შემცირება, დაფინანსების გადახედვა ნამდვილად არის სწორი გზა, რომელსაც გაგრძელება ექნება.”

განაცხადა ევროპარლამენტარმა ანსის პუპოლსმა ფორმულასთან საუბრისას.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share