„დასანანია“, გული წყდებათ ბიჭებს ხომ? სინამდვილეში არც აინტერესებთ,“ – ასე ეხმაურება გია ხუხაშვილი აშშ-ის მხრიდან „ღირსეული პარტნიორის“ გაურკვეველი დროით გადადებას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პასუხს, სადაც წერენ, რომ სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილება „დასანანია“.
გია ხუხაშვილის თქმით, „ბევრად უფრო ეფექტური იქნება კონკრეტული ეკონომიკური სანქციები, რაც ბევრად უფრო მყვირალაა“.
”სამწუხარო რეალობაში გვიწევს ცხოვრება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხელისუფლებას ორიენტაცია აღებული აქვს ანტიდასავლურ, ანტიევროპულ სტრატეგიაზე, შესაბამისად, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ გვაბრუნებენ რუსეთის იმპერიაში და ამ ურთიერთობების დეგრადაცია – აშშ იქნება თუ ევროპა გრძელდება და გრძელდება მაღალი ტემპებით და სამწუხაროდ, პროცესი ძალიან ახლოს არის იქამდე, რომ შეუქცევადი მოვლენები დაიწყოს ჩვენს სინამდვილეში. კარგია, რომ არჩევნები ტარდება და არჩევნების ის შანსი, როდესაც ქართულ საზოგადოებას შეუძლია შეაჩეროს ეს ისტორიული კატასტროფა,“ – ამბობს გია ხუხაშვილი.
აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადადო – ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.
სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილებას საქართველოს თავდაცვის უწყება განცხადებით პასუხობს, სადაც წერენ, რომ “დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულიგანცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროითგადადების შესახებ”.