”დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ ჩვენი სამშობლო უფსკრულის პირასაა მისული და ამ დროს განზე დგომა დაუშვებელია.
ერთობა, ერთიანობა – ამ იდეას ყველაზე დიდი მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს თქვენი პარტიის დამფუძნებლის სახით. მეც ამ იდეას ვემხრობი და მიმაჩნია, რომ ერთადერთი გზა, რომ ხერხემალში გადავტეხოთ პოლიციური რეჟიმი ისაა, რომ ყველამ ერთად, ვინც აქ ვართ და აქ არ ვართ, ყველამ მთელ საქართველოში, შევძლოთ, რომ კეთილგონიერებით, სიმართლით, სიმტკიცით ერთიანი ფრონტით, საყრდენი გამოვაცალოთ ამ რეჟიმს და აღვადგინოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის საყრდენი, დღეს რომ ჩამონგრეულია.”
-თქვა პოლიტიკური პლატფორმის წევრმა – “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” არმაზ ახვლედიანმა პლატფორმის პრეზენტაციაზე.