კალაძე ოპოზიციის ერთობაზე: მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე

”სიახლე არაფერია. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ისეა მაგათი საქმე.

როგორ შეიძლება, ნულპროცენტიანმა ორმა პარტიამ, გაერთიანების შემთხვევაში, რაიმე შედეგს მიაღწიოს? ჩვეულებრივი “ლუზერები” არიან. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ეს პოლიტიკური პარტიები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, თუმცა, ყველას ამის შესაძლებლობა ნამდვილად არ აქვს.” –

თბილისის მერი კახა კალაძე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

კერძოდ, 9 ივლისს ახალი, დროა და გირჩი-მეტი თავისუფლება გაერთიანდნენ.

ასევე, 8 ივლისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა ახალი პოლიტიკური პლატფორმა – ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის წარადგინეს.

პლატფორმას ასევე შეუერთდნენ დეპუტატები თამარ კორძაია და არმაზ ახვლედიანი, ასევე, ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე და პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share