ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიო პოპულაციის დღეზე წერს.
მისი თქმით, საქართველოში შობადობა იმდენად დაბალია, რომ სიკვდილიანობას გაუტოლდა.
“დღეს მსოფლიო პოპულაციის დღე აღინიშნება.
მოდი, ვნახოთ, რა ხდება საქართველოში:
ბოლო წლებში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს და ეს მაჩვენებელი თუ შენარჩუნდა, ქართველი ერის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
მნიშვნელოვანია გენოფონდის გაზრდა, მრავალშვილიანებისთვის კიდევ უფრო მეტი პროგრამის შექმნა და ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება.
საქართველოს მოსახლეობა ამჟამად ოფიციალურად 3 717 425 ადამიანია:
ბოლო დროის მონაცემებით შობადობა იმდენად დაბალია, რომ სიკვდილიანობას გაუტოლდა და მალე ჩამორჩება კიდეც.
1990 წელს საქართველოში აღრიცხულია 5,391,636 ადამიანი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
როგორც ხედავთ, დამოუკიდებლობის პერიოდში მოსახლეობა თითქმის 2 მილიონით შემცირდა, რაც უმძიმესი მაჩვენებელია.
საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან გონივრული სოციალური პოლიტიკა გენოფონდის გასაძლიერებლად”, – წერს გოგა ჩანადირი.