დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” 11 გემის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქცირებულია ის ხომალდები, რომლებმაც ნავთობი ან ნავთობპროდუქტები რუსეთიდან მესამე ქვეყნებში გადაიტანეს G7-ის ქვეყნების დაწესებული ლიმიტის დარღვევით – ბარელზე 60 დოლარზე მეტით.
ეს სანქციების სიის პირველი განახლებაა გაერთიანებულ სამეფოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.
სიას დაემატა გემები, რომლებიც პანამის, გაბონის და კუკის კუნძულების დროშების ქვეშ გადაადგილდებიან ისეთი სახელებით, როგორიცაა Amur Bay ან SCF Pechora. მათ ბრიტანეთის პორტებში შესვლა აეკრძალათ.