ახალი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეზე საუბარს თავს არიდებს. ამბობს, რომ კავშირი გაწყვეტილი აქვს და არ აკონკრეტებს, ბოლოს როდის ქონდა მასთან კომუნიკაცია. არადა გაბიტაშვილი სწორედ ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი პროკურორის კადრად ითვლება. სავარაუდოდ, სწორედ ფარცხალაძემ გადაწტყვიტა თბილისში ბოლო ვიზიტისას, ვინ ჩაანაცვლებდა სისტემიდან წასულ შოთაძეს.
ახალი გენერალური პროკურორი არჩეულია. ის რაც წინასწარ იყო გაცხადებული დღეს უმრავლესობამ სისრულეში მოიყვანა. ახლა მნიშვნელოვანია რას გააკეთებს გიორგი გაბიტაშვილი ახალ პოსტზე. დავალება უკვე მირებულია და ეს ქართული ოცნების დეპუტატების დაჟინებული კითხვებიდან დღეს ნათელი გახდა. დღის წესრიგში ისევ ყოფილი ხელისუფლების გასამართლებაა. ოცნება ახალი პროკურორისგან ოლიგარქის მიერ დაანონსებული ანგარიშწორების გეგმის სისრულეში მოყვანას ითხოვს.