ნინო მშვიდობაძის დაჯილდოების გამო ჟიურის უმრავლესობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა


ხუთის ნაცვლად შვიდი დაჯილდოებული – რა მოჰყვა  მაჩაბლის პრემიის კონკურსს?

თეა თოფურია

რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

მაჩაბლის პრემიის დაჯილდოება, 2024 წლის 18 ივლისი
მაჩაბლის პრემიის დაჯილდოება, 2024 წლის 18 ივლისი

მაჩაბლის პრემიის ჟიურის წევრები, რომლებმაც წელს ლიტერატურულ კონკურსში ხუთი გამარჯვებული შეარჩიეს, დაჯილდოებაზე სახტად დარჩნენ.

18 ივლისსროდესაც მათ პრემიები უნდა გადაეცათ, აღმოაჩინეს, რომ პრიოზიორი ხუთი კი არა, შვიდია.

გამარჯვებულების გარდა, კონკურსის დამფუძნებლის პრემია გადაეცა თურქ ქართველოლოგს ჰარუნ ჩიმქეს. სპეციალური პრიზი კი – პოეტ ნინო მშვიდობაძეს, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეა.

ჟიურის სამმა წევრმა – თამარ გელიტაშვილმა, თათია მთვარელიძემ და ნინია სადღობელაშვილმა – დაჯილდოების ცერემონია პროტესტის ნიშნად დატოვა.

თამარ გელიტაშვილმა ვიდეოც გაავრცელა, სადაც ამბობს:

სოსო ჭუმბურიძეს [ჟიურის წევრი – რ.თ] უნდოდა პოეზიაში ნინიკო მშვიდობაძეს გაემარჯვაძალიან დიდი წინააღმდეგი ვიყავითრადგან კონკურსს მიღმა დარჩნენ გაცილებით ღირსეული ადამიანებიდაჯილდოებაზე მოვედით და ვიგებთრომ ნინიკო მშვიდობაძისთვის დააწესეს განსაკუთრებული პრიზიამით საერთოდ დასამარდა მაჩაბელი“.

 

მაჩაბლის ლიტერატურული პრემია 2020 წელს ისტორიკოსმა და პარლამენტარმა გიორგი სოსიაშვილმა დააარსა. ის „ქართული ოცნების“ წევრი და „აგენტების კანონის“ მხარდამჭერია. კონკურსის ოფიციალური პარტნიორია გორის უნივერსიტეტი.

ჟიურის კიდევ ერთი წევრი, ნინია სადღობელაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ნინიკო მშვიდობაძეს არათუ პრიზი არ ეკუთვნოდა, მოკლე სიაშიც კომპრომისების შედეგად მოხვდა.

„არ ვიცოდითრომ ახალი პრიზი იყო დაწესებულისრულიად შემთხვევით გავიგეთნინიკო მშვიდობაძის მხარდამჭერი ერთადერთი ადამიანი იყო ჟიურიშისოსო ჭუმბურიძემართლა კარგი წიგნი რომ ყოფილიყო, საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას მის პოლიტიკურ კუთვნილებასმაგრამ ეს იყო გაზეთში დაბეჭდილისაშუალოზე დაბალი დონის ლექსებირაც ჭუმბურიძეს ავუხსენით კიდევ არგუმენტირებულადმაგრამ კაცი არის შეუვალიარ ესმოდა არაფერი“, – ამბობს ნინია სადღობელაშვილი.

2021 წელს, როდესაც ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ ტარდებოდა, ჟიურის წევრი იქაც პუბლიცისტი სოსო ჭუმბურიძე იყო. მაშინ მწერლების დიდმა ნაწილმა პროტესტი გამოთქვა. ავტორებმა წიგნები კონკურსიდან მოხსნეს.

„მაშინაც ჟიურიში ჩასვეს სოსო ჭუმბურიძე. მას უნდა მიეღო სეფე გადაწყვეტილებამთავარი გადაწყვეტილებაასეთი ფუნქცია ჰქონდა (კულტურის სამინისტროდან). .ოდეერად იყო ჩასმულიპარტიული ხაზი უნდა გაეტარებინამაშინ ჟიურის სხვა წევრებმა ჟიური პროტესტის ნიშნად დატოვეს. 112 წიგნი იყო წარდგენილი და 109 ავტორმა უკან გამოიტანაახლაც ეს ადამიანი მიავლინეს ჟიურიში და, როგორც ჩანსმან მიიღო გადაწყვეტილებარომელსაც ჟიურის წევრების უმეტესობა არ ეთანხმებოდა. ბუნებრივი პროცესი იყო, მე ის გამიკვირდა, რატომ ვერ მიხვდნენ ჟიურის წევრები, რომ ასე მოხდებოდა და არა სხვანაირად“, – ამბობს პოეტი პაატა შამუგია, რომელიც 2021 წელს პენცენტრის ხელმძღვანელი იყო და ალტერნატიური „ლიტერას“ ორგანიზებაც მოახერხა. – „ხელისუფლებას უნდა, თავისი მწერლები ჰყავდესპარტიული აქტივისტები „დანიშნოს“ მწერლებადვინმემ უნდა აუხსნას წულუკიანსრომ ასე არ ხდებამწერალს მკითხველი ირჩევს. ჯილდოს მინიჭებით ვერავინ გამწერლდება და გაავტორდება“.

სოსო ჭუმბურიძემ რადიო თავისუფლებას არ უპასუხა, თუმცა თავის ფეისბუკგვერდზე ის წერსბოლო ორი პრიზის გაცემა იყო დამფუძნებლის უფლება და პრეროგატივა და ჟიურის წევრებს ამ საკითხთან შეხება არ ჰქონიათაქედან გამომდინარესრულიად გაუგებარიარა გააპროტესტა ჟიურის სამმა წევრმაეს არა მხოლოდ გაუგებარიაუკიდურესად კომიკურიც“.

თავად პრიზიორი ნინო მშვიდობაძე კი მიიჩნევს, რომ პრიზი, 1000 ლარი და საჩუქრები, დამსახურებულად ეკუთვნოდა. ეს მის მიერ წარდგენილი ლექსებიდან ერთ-ერთია.

 

„ერთი წამითაც რომ ვეჭვობდერომ ეს პრიზი ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო გადმომეცაუარს ვიტყოდიარ ვფიქრობრომ ასეაარ ვფიქრობრომ ცუდ და ბანალურ ლექსებს ვწერარ ვფიქრობრომ ჩემს ლექსებს „დახმარება“ სჭირდებათ პოლიტიკური შეხედულებებით ან პოლიტიკური პოზიციითცუდიარომ ასე მოხდამაგრამ ცუდია მათთვის და არა ჩემთვისრადგან არაერთ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა და საპრიზო ადგილებიც ამიღია.

ზუსტად ვიცირომ ეს ადამიანები ჩემმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა უფრო გააღიზიანეს. მიეჩვივნენრომ ყველა კონკურსში უნდა იმარჯვებდნენ და უცებ ასე არ ხდებავწუხვარ კიდევ ერთხელ. „მაჩაბელი“ არის ძალიან პრესტიჟული კონკურსი და ამ კონკურსს სახელს ვერავინ გაუტეხს“, – უთხრა ნინო მშვიდობაძემ რადიო თავისუფლებას.

რაც შეეხება სხვა გამარჯვებულებს, პრემია „მაჩაბლის“ შედეგები წელს ასეთია:

  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული/ლექსების ციკლი: ელგუჯა მარღია – „მიმინოსავით მოთმინებას ვათვინიერებ“
  • წლის საუკეთესო პროზაული ნაწარმოები: ცოტნე ავსაჯანიშვილი – „მერის მარადიული ახალგაზრდობა“
  • წლის საუკეთესო კრიტიკულ/ესეისტურ/პუბლიცისტური წერილი/კრებული: ლევან გოგაბერიშვილი – „ირაციონალური ვაშლი“
  • წლის საუკეთესო დრამატული ნაწარმოები: გურამ მგელაძე – „ფერფლისფერი ფანტელების უდაბნო“
  • წლის საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი: მანანა ღარიბაშვილი – „პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი – ხმა ტომისიდან, ნაღვლიანი ელეგიები, წერილები პონტოდან“
  • კონკურსის დამფუძნებლის პრემია – ჰარუნ ჩიმქე
  • სპეციალური პრიზი – ნინო მშვიდობაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share