26 ოქტომბრის არჩევნები თავისი შინაარსით ეგზისტენციალური რეფერენდუმის ტოლფასია – საით წავა ქვეყანა – დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ, ევროკავშირის სიკეთეებისკენ, თუ რუსული ჭაობისკენ და კრემლის ნეოკოლონიალიზმისკენ? ის რომ პრორუსი ოლიგარქის კუთხეში მიმწყვდეულ და მოსახლეობაში მხარდაჭერადაკარგულ პარტიას გაუჩნდება არჩევნების გაყალბების სურვილი, ნამდვილად არაა არც ახალი და არც მოულოდნელი, მაგრამ მეორეა, რომ საწყობდება ამჯერად აღარ აპირებს ამისი შესაძლებლობა დაუტოვოს რეჟიმს და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილი ხმების დასაცავად ირაზმება. ამისი ძალიან კარგი პრეცედენტი კი გასულ კვირას ხმის გუშაგის დაფუძნება გახდა. რომელიც სხვა დამკვირვებლებთან ერთად, დამატებითი დაზღვევის მექანიზმი იქნება, რომ 26 ოქტომბერს პრორუსული რეჟიმი ხელისუფლებიდან წავა.