“ოცნებისთვის” მნიშვნელოვანია, რომ კულტურა პროპაგანდისტული იყოს და მოემსახუროს ერთი იდეოლოგიის მიზნებს” – ამის შესახებ კინოცენტრის ყოფილი დირექტორი, გაგა ჩხეიძე ტვ პირველის ეთერში საუბრობს.
გაგა ჩხეიძე აცხადებს, რომ კულტურის სამინისტროში რეპრესიები ჯერ კიდევ სამი წლის წინ, თეა წულუკიანის მოსვლით დაიწყო და ცენზურად დღემდე გრძელდება.
“ოცნება” რომელიც დღეს მმართველი პარტიაა, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ კულტურა იყოს პროპაგანდისტული და მოემსახუროს ერეთი იდეოლოგიის მიზნებს. ამისთვის უნდა განადგურდეს ყველა სხვა აზრი, კრიტიკული მოსაზრება. რეპრესიები ამ მიმართულებით დაიწყო სამი წლის წინ, როდესაც თეა წულუკიანი მოვიდა კულტურის მინისტრად. ჩვენი პირველი შეხვედრა დაიწყო საუბრით სალომე ჯაშის ფილმზე “მოთვინიერება”, რომელიც მინისტრს კატეგორიულად არ მოეწონა. მე შევწუხდი და მინისტრს გავუზიარე ჩემი აზრი, რომ მისი ასეთი გამოსვლა აღქმული იქნებოდა ცენზურის საფრთხედ. ეს მართლაც გამართლდა. ყველაფერი მიდის ცენზურისკენ და საბჭოთა წარსულისკენ”, – ამბობს გაგა ჩხეიძე.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან – ახლი მოძრაობა “კულტურა
დემოკრატიისთვის” დეკლარაციაზე მუშაობს, რომელიც ქვეყანაში სფეროს ფუნდამენტურ რეფორმას ითვალისწინებს.
მოძრაობის წევრები დოკუმენტს, როგორც კულტურის სფეროს სახელმძღვანელოს, ყველა ევროპულ, პოლიტიკურ და სამოქალაქო ერთობას წარუდგენენ.
ხელოვანები ამბობენ, რომ ის, რაც ამ სფეროში ხდება, საქართველოს დემოკრატიას საფრთხეში აყენებს და სფეროს კრიზისში აგდებს.