10 პროდუქტი, რომელიც 1 წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.8 % შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მათივე ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 %-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.1%-ით განისაზღვრა.

საქსტატის მიხედვით, ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა მწვანე ლობიო, საზამთრო და ვაშლი.

 გთავაზობთ 2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტოპ-10 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტს:
  • მწვანე ლობიო – 44.2%-ით გაძვირდა;
  • საზამთრო – 39%-ით გაძვირდა;
  • ვაშლი – 33.8%-ით გაძვირდა;
  • ნიორი – 31.8%-ით გაძვირდა;
  • ბადრიჯანი – 30.5%-ით გაძვირდა;
  • ჭარხალი – 29.2%-ით გაძვირდა;
  • ქლიავი – 26.6%-ით გაძვირდა;
  • მანდარინი – 25.5%-ით გაძვირდა;
  • კიტრი – 25%-ით გაძვირდა;
  • ატამი – 24.5%-ით გაძვირდა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share