”არიან ადამიანები, რომლებთანაც გინდება მიხვიდე და ჰკითხო: რთულია ტვინის გარეშე ცხოვრება?”

ბებია ფაინას რჩევები გოგონებს
🔸”არიან ადამიანები, რომლებთანაც გინდება მიხვიდე და ჰკითხო: რთულია ტვინის გარეშე ცხოვრება?”
🔶 “გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან იდიოტები და კლოუნები. ცირკმა გასტროლებზე უნდა იაროს.”
🔶 “იდეალური კაცის ნახვა ნებისმიერ კუთხეში შეიძლება, თქვა ღმერთმა და შექმნა დედამიწა მრგვალი.”
🔶 “ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, იმისთვის, რომ დრო ვკარგოთ დიეტებზე, ძუნწ მამაკაცებსა და ცუდ ხასიათზე”.
🔶 “ყველა წუწუნებს საკუთარ გარეგნობაზე, გონებრივ შესაძლებლობებზე – არავინ.”
🔶 “ადამიანები თვითონ იქმნიან პრობლემებს – არავინ აიძულებს მათ, აირჩიონ მოსაწყენი პროფესიები, დაქორწინდნენ შეცდომით ან იყიდონ მოუხერხებელი ფეხსაცმელი.”
🔶 „ყველაფერი ახდება, უბრალოდ აღარ უნდა გინდოდეს ის…“
🔶 “მამაკაცებს უყვართ მშვიდი და გაწონასწორებული ქალები, მაგრამ ჭირვეულებსა და რთულ ქალებზე გიჟდებიან.”
🔶 “ძალიან მეშინია სულელების, განსაკუთრებით, სულელი ქალების., რადგან არ ვიცი, როგორ ველაპარაკო მათ ისე, რომ მათ დონემდე არ დავიდე..”
🔶 “ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფთა აზრს და უზრუნველყოფილი იქნებით წყნარი და ბედნიერი ცხოვრებით.”
🔶 თქვენ არ ხართ დამნაშავე იმაში, რომ მე არ მოგწონვართ… ყველას ხომ არ ექნება კარგი გემოვნება!!!
🔶 “ქალები უფრო ჭკვიანები არიან. ოდესმე გაგიგიათ ქალზე, რომ თავი დაკარგა, მამაკაცის ულამაზესი ფეხების გამო ?”
🔶 “არ არსებობს დაავადება ,სევდაზე მტანჯველი.”
🔶 “იმას, რასაც ჩემს ზურგს უკან ლაპარაკობენ ჩემზე, მხოლოდ ჩემი საჯდომი ისმენს!”
🔶 “რატომ აქვთ ლამაზ ქალებს უფრო მეტი დაფასება მამაკაცებისგან, ვიდრე ჭკვიანებს? – იმიტომ, რომ ბრმა მამაკაცი ცოტაა, უტვინო კი- საკმარისად.”
🔶 “როდესაც ადამიანი ბოროტებას გაგიკეთებს, შენ სამაგიერო ბოროტების სანაცვლოდ – კამფეტი მიეცი. კიდევ თუ ბოროტებას გაგიკეთებს, კვლავ კანფეტი გაუწოდე და ასე გააგრძელე მანამ, სანამ დიაბეტი არ დაემართება.“
🔶 “წარმატების მისაღწევად ქალი უნდა იყოს საკმარისად ჭკვიანი, რომ მოსწონდეს სულელ კაცებს და საკმარისად სულელი, რომ მოსწონდეს ჭკვიან კაცებს.”
🔶 ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან, როგორც სანთლები – ზოგი სინათლის და სითბოსთვისაა, ზოგი – საჯდომში გასაკეთებლად.”
🔶 “ისე უნდა იცხოვრო, რომ არამზადებმაც დაგიმახსოვრონ.”
🔶 “მამაკაცებო, აი, დაქორწინდებით და მიხვდებით, რა არის ბედნიერება. მაგრამ გვიან იქნება.”
🔶 “ღმერთმა ქალი ლამაზ არსებად შექმნა იმისათვის, რომ მამაკაცს შეყვარებოდა და – სულელად იმისათვის, რომ მამაკაცი შეყვარებოდა”.
🔶 “გოგონებო ნუ გაანაწყენებთ მამაკაცებს, მთელი მათი ცხოვრება ისედაც ტრაგედიაა, ხან ხელს ვერ გამოკრავენ, ხან კბილს ვერ გამოკრავენ, ხანაც ვერ წვდებიან .
🔶 “თუ კი გყავს ადამიანი, რომელსაც შეგიძლია სიზმრები მოუყვე, არ გაქვს უფლება მარტოსულად ჩათვალო თავი.“.
ფაინა რანევსკაია- რუსი და საბჭოთა თეატრისა და კინოს მსახიობი; სამგზის სტალინის პრემიის ლაურეატი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share