“ასეთი საშინელი დაპირებები არ ჰქონია, თავად ჰიტლერსაც კი“ – ამის შესახებ პლატფორმა “ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ “ტვ პირველის“ ეთერში, “ოცნების განცხადების შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ მათი დაპირება არის ერთადერთი – ზიზღი, მტრობა, შური, დაპირისპირება და განადგურება
“ოცნება“ აგრძელებს თავის სტილში მუშაობას და დაპირება არის ერთადერთი – ზიზღი, მტრობა, შური, დაპირისპირება და განადგურება, უფრო მეტიც, ასე შორს ისინი ჯერ არ წასულან და თქვეს, რომ პოლიტიკურ პარტიებს გავაუქმებთ და შემდეგ მანდატებს გავუუუქმებთ იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვინც შემოვლენ პარლამენტშიო. ასეთი საშინელი დაპირებები არ ჰქონია, თავად ჰიტლერსაც კი და კომუნისტური ტოტალური რეჟიმის დროსაც, მსგავსი სიტყვებით არ ლაპარაკობდნენ და მოქმედებედნენ და ესენი როგორც ლაპარაკობენ, მოქმედებასაც მასევე გეგმავენ“, – განაცხადა კორძაიამ.
კორძაიას თქმით, ისინი ძალიან ცდებიან მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეების ხმების მოპოვებას ზიზღით, მტრობით და განადგურებით ცდილობენ.
”სინამდვილეში, საქართველოს მოქალაქეებმა იციან, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, მათ უნდათ წარმატებული ქვეყნის დანახვა იქ, სადაც თითოეულ მათგანს ექნება ევროპული სტანდარტის სამსახური, სამუშაო პირობები, ჯანდაცვა, სიბერე და ა.შ
დღეს არის ორი არჩევანი, ან კეთილდღეობით ევროპაში, ან სიღატაკით იზოლაციაში, და ის გზა, რასაც “ოცნება“ ამომრჩველს ჰპირდება, არის სწორედ სიღატაკით ცხოვრება“, – განაცხადა კორძაიამ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება 20 აგვისტოს გაავრცელა. არჩევნების შემდეგ “ოცნება” სამართლებრივ რეპრესიებს აანონსებს. მმართველი გუნდი წერს, რომ “საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება“.