პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს მადლობას უხდის, რომ ბუნდესტაგის “რანგით მასზე დაბალ წევრებს” შეხვდა.
“სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან მეტად ეკადრება საუბარი და ვისთან ნაკლებად, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ. მადლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესტაგის, რანგით მასზე დაბალ წევრებს შეხვდა”. – წერს პაპუაშვილი.
დღეს, 6 სექტემბერს ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით ცნობილი გახდა, რომ ბუნდესტაგის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი არ ესწრებოდნენ, რადგან არ ეცალათ.