„ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ატარებს დიდ ექსპერიმენტს“ – იაგო კაჭკაჭიშვილი

იაგო კაჭკაჭიშვილი სოცქსელში წერს:

”ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ატარებს დიდ ექსპერიმენტს, რომელიც მანამდე არცერთ ხელისუფლებას არ ჩაუტარებია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. უკვე სრულიად აშკარაა, რომ ხელისუფლებამ უკანმოუხედავად ჩაურაზა კარები დასავლეთს (იმ ზომამდე, რომ აღარც ხვდება მაღალი რანგის დელეგაციებს).ახლა ივანიშვილმა ბურთი შემოაგდო ქართული საზოგადოების მოედანზე. მას იმედი აქვს, რომ საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს. ანუ, გულწრფელად ფიქრობს და პრინციპულად უშვებს, რომ საზოგადოებაში დასავლური დემოკრატიის ღირებულებები არაპოპულარული და გარედან თავსმოხვეულია. შესაბამისად, ელოდება, რომ ანტიდასავლური განვითარების ტესტს ხალხი წარმატებით ჩააბარებს.შესაბამისად, მართლა მეორეხარისხოვანია დღეს, თუ ვინ არის პროდასავლურ ოპოზიციაში – ქართულმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, აგრძელებს 30 წლიან, შუქ-ჩრდილებიან, მაგრამ მაინც დემოკრატიის მშენებლობის გზას, თუ ეფლობა რუსულ-ბელარუსული რეჟიმის ჭაობში.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share