„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას მიერ აშშ-ს აწ უკვე ყოფილი ელჩის, კელი დეგნანისადმი გაკეთებულ განცხადებას რუსული მედიები – РИА Новости, RT, Life.ru, Известия – ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ.
რუსი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ელჩ დეგნანს წარუმატებელი მისიის გამო შეურაცხმყოფელი მეტსახელი შეარქვეს.
შეგახსენებთ, გუშინ ზარქუამ დეგნანს მავნებელი უწოდა და თქვა, რომ ის ელჩად ვერ შედგა. „Good bye my darling“ , – ასე დაასრულა ზარქუამ თავისი გუშინდელი კომენტარი.