რუსეთში, მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრი იწვის. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“ხანძრის ზონა დაზუსტებულია. ძლიერი კვამლია. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ათი ადამიანი, თანამშრომლები და ვიზიტორები ევაკუირებული არიან” – ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.