ილონ მასკი Twitter-ს 44 მილიარდ დოლარად ყიდულობს

ილონ მასკი Twitter-ს 44 მილიარდ დოლარად ყიდულობს

გამოქვეყნდა: 

ილონ მასკი Twitter-ს 44 მილიარდ დოლარად ყიდულობს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს და აღნიშნავს, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას კომპანიის ხელმძღვანელობა დათანხმდა.

მანამდე, 4 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მასკმა Twitter-ის აქციების 9.2% 2.89 მილიარდ დოლარად შეიძინა და კომპანიის ყველაზე დიდი აქციონერი გახდა.

წილის შეძენის შემდეგ, მასკი Twitter-ის დირექტორთა საბჭოს წევრად მიიწვიეს, თუმცა მან პოზიცია პირველივე დღეს დატოვა. მასკმა Bret Taylor-თან მიწერილ წერილში აღნიშნა, რომ კომპანია სიტყვის თავისუფლების გავრცელებას ხელს აღარ უწყობდა და კომპანიისთვის კერძო მფლობელის ხელში გადასვლა აჯობებდა.

ილონ მასკმა US Securities and Exchange Commission-ისთვის წარდგენილ ანგარიშში თქვამ, რომ მზად იყო, Twitter-ის თითო აქცია 54,20 დოლარად შეეძინა, რაც ჯამში 41,4 მილიარდ დოლარს ნიშნავს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share