”კარგ მთქმელს კარგი გამგონი სჭირდებაო, ქართველებს ხომ მაგარი გამოთქმა გვაქვს. მე მგონი, რაღაც გარკვეულმა ჯგუფებმა ეს მაგარი ნათქვამი მაყურებელთან ძალიან ცუდად მიიტანეს. ნუ, არის ახლა საზოგადოების კატეგორია, ვინც მათ უსმენს. იმდენად დამახინჯებულად მიუტანეს, თითქოსდა, თითოეული ჩვენგანი დამნაშავეებს, ოკუპანტებს, მკვლელებს ბოდიშს ვუხდით – ეს ხომ ასე არ არის და არც არასდროს მოხდება. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთიც, ცხინვალიც, აფხაზებიც და ოსებიც – უნდა შემოვირიგოთ და ყველამ ერთად და ბედნიერად ჩვენს ძლიერ და გაერთიანებულ საქართველოში უნდა იცხოვროს. აუცილებლად უნდა შევრიგდეთ, ჩვენ ხომ ქრისტიანები, მართლმადიდებლები ვართ. რაც წარსულში მოხდა, უნდა დავტოვოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ ძლიერ და ერთიან საქართველოში”-