პარტია “ქართულ ოცნებას“ საარჩევნო სიის წარდგენა არ ექნება

პარტია “ქართულ ონცებას“ საარჩევნო სიის წარდგენა არ ექნება.  ამის შესახებ  პარტიის პრესამსახურში განაცხადეს.

კითხვაზე: –  როდის იგეგმება ოცეულის გარდა პარტიის საარჩენო სიის წარდგენა, პარტიის პრესამსახურში თქვეს, რომ ასეთი ღონისიძება დაგეგმილი არ არის.

“ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის საარჩევნო სიის პირველი ოცეული 10 სექტემბერს წარადგინა.

საარჩევნო სიის პირველ ნომერად ბიძინა ივანიშვილი, მეორე ნომრად კი ირაკლი კობახიძე დასახელდა.

“ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიას ორი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი შეემატა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share