აეროპორტშიც მოგაგნებთ და საკადრისად გაგაცილებთ – ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში მონა უძახეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქვეყნის დელეგაციას, რომლებიც აშშ-ში გაეროს სამიტზე იმყოფებოდნენ, ქართველმა ემიგრანტებმა მონა უძახეს.

მათი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმდენად შეშინებულები არიან, რომ ავტომობილებზე საქართველოს დროშაც კი მოხსნილი ჰქონდათ.

 

„ირაკლი კობახიძის დელეგაცია გაიპარა და რაც ყველაზე სამარცხვინო იყო, ავტომობილზე საქართველოს დროშაც კი მოხსნილი ჰქონდა, რადგანაც ის არის შეშინებული, დამფრთხალი პუტინის მონა. სასტუმროშიც მოგაგნებთ და იქაც  შეგამკობთ ამ სიტყვებით, აეროპორტშიც მოვალთ და იქაც გაგაცილებთ, როგორც გეკადრებათ., თქვენი ე.წ. ყველაფერს აკეთებს, საქართველოს იმიჯი შელახოთ და ქვეყანა გააქროთ ორბიტიდან“, – განაცხადა ქართველმა ემიგრანტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share