„დაზაფრული ვარ…რომ მოახერხეს და აშშ-სთან ურთიერთობა გაანადგურეს….შემოგვაცლის რუსეთი ყველა მეგობარს და ჩაგვახრამუნებს და ამას, ტრადიციულად ქართველებისვე ხელით აკეთებს”-” – ნათია ფანჯიკიძე

 

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:

მთელი წელი და განსაკუთრებით ზაფხული, თან ჯანმრთელობა მიყანყალებდა, თან დოქტორი გავხდი შვეიცარიაში და სამი სამსახურის პარალელურად ამაზე ვმუშაობდი, ანუ დღე და ღამე ვმუშაობდი და ბევრი რამ გამოვტოვე ურეაქციოდ არა, მაგრამ სტატუსების გარეშე. დღეს კი მაინც უნდა გამოვხატო, რომ არ მიხარია, არ მეცინება, დაზაფრული ვარ, რომ მოახერხეს და აშშ-სთან ურთიერთობა გაანადგურეს. შემოგვაცლის რუსეთი ყველა მეგობარს და ჩაგვახრამუნებს და ამას, ტრადიციულად ქართველებისვე ხელით აკეთებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share