ყველამ ერთად, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავასრულოთ რუსული გავლენები საქართველოში – მალაშხია

”დღეს ბრძოლა არის მორჩილების და მონობის წინააღმდეგ, ჩვენი ისტორიის გადაწერის წინააღმდეგ. დღეს ბრძოლა არის ზიზღისა და სიძულვილის, ჩვენი დაყოფის და დაპირისპირების წინააღმდეგ. ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და დავიცვათ ჩვენი თავისუფლება. დღეს  ყველამ ერთად, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავასრულოთ რუსული გავლენები საქართველოში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, პარტიები ამ არჩევნებში ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ერთიანი ვართ ამ ბრძოლაში, პროდასავლური ოპოზიცია და თქვენ, ხალხი, პრეზიდენტის მეთაურობით. ”

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ სამეგრელოში, წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნით ღინისძიებაზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share