”ივანიშვილი სიმართლეს არასდროს ამბობს. ყველა მისი დიდი მოქმედება, რაც გაუკეთებია, ტყუილით არის შეფარული. რა თქმა უნდა, მას თავის თავზე ლეგენდა აქვს აგებული ყველაზე დიდი ქველმოქმედის. რეალურად ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ეს არის, მხოლოდ და მხოლოდ, შირმა და არანაირი ქველმოქმედი ამ კაცის უკან არ დგას. ეს არის ადამიანი, რომელიც შეშლილია თავისი ძალაუფლებით. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ძალიან ძლიერად ეჭიდება ამ თავის ხელისუფლება.
ცოტა გამეცინა, როდესაც სულიერებაზე და რწმენაზე დაიწყო საუბარი თავის ინტერვიუში, რადგან ივანიშვილი, სულიერება და რწმენა სხვადასხვა რამ არის. ივანიშვილი საჯაროდ ამბობს, რომ მორწმუნეა, თორემ პირად საუბრებში რელიგიაზე ლაპარაკი მისთვის ყოველთვის ღიმილის მომგვრელია.”
განაცხადა თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ტვ პირველის ეთერში.