ოპოზიცია საგანგებო განცხადების გასაკეთებლად ემზადება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, პროევროპული ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს.

ოპოზიციის გადაწყვეტილება რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი.

”ვიცავთ ყველა ხმას. ვართ ამომრჩეველთან. გვჯერა იმ ეგზიტპოლის შედეგების, რომელიც დაიდო. ვიცით, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება რუსეთის გუბერნიად გადაქცევას”, – განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.

ოცნება – 52.99%, ოპოზიცია – 38.27% – ასეთია ცესკოს წინასწარი შედეგები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share