ხვალ, 14:00 საათზე სამი ოპოზიციური კოალიცია მსვლელობას სპორტის სასახლიდან გამართავს. ერთიანობა-ნაცოონალური მოძრაობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ აქციაზე თქვა, რომ “ეს კვირა თბილისის მასშტაბით არის წინააღმდეგობის მსვლელობების კვირა”.
“ვიცით, რომ შუადღის ორ საათზე შეკრება არის რთული, მაგრამ სამშობლო მარტო საღამოობით არ არის ჩვენი, სამშობლო არის ჩვენი 24/7-ზე, ამიტომ, გთხოვთ, ხვალინდელი დღე ყველამ მაქსიმალურად მოვინდომოთ, რომ წინააღმდეგობის მსვლელობა გავმართოთ სპორტის სასახლიდან” – აღნიშნა ვაშაძემ და აქციის მონაწილეებს მთავარი პრინციპები გააცნო, რაზეც პოლიტიკური ძალები შეთანხმდნენ.
“იცოდეთ, რომ მნიშვნელოვნად და კარგად გვაქვს გააზრებული, რა ბრძოლაში შევდივართ, ვცდილობთ და ვაკეთებთ ყველაფერს, რომ მივუდგეთ სისტემურად, ორგანიზებულად, ისე, რომ იმ კონკრეტულ დღეს, როდესაც გამარჯვების დიდი შეტევა უნდა განვახორციელოთ, ეს გამარჯვება გარანტირებულად ვიზეიმოთ ყველამ.
- ვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას;
- არ ვაღიარებთ მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას;
- დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში;
- ყოველი მომდევნი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე, უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული
- ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც მოპარა ხალხს არჩევანი
- ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლიბა და გთხოვთ, გავაცნობიეროთ, რომ ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად შევასრულოთ, იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ
- ყველაფერს ვაკეთებთ ერთად, ეს არის ჩვენი, ყველას ერთად გასაკეთებელი საქმე
- ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ” – განაცხადა ვაშაძემ.
ჩვენი ნომერ პირველის ამიზნე ხელისუფლებასთან ერთად არის ცენტრალური საარცევნო კომისია, ცესკომ უნდა გამოაცხადოს არჩევნები გაუქმებულად, რადგან დადასტურებულია, რომ ფარულობა არის დარღვეული, არჩევნები მიიტაცეს