თუ სტატუსკვო შენარჩუნდება, ხელისუფლება მართვის სადავეებს ვერ შეინარჩუნებს – ნიკა მელია

ახლა მთავარია ეს სტატუსკვო შენარჩუნდეს და შეუძლებელია, ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებს მართვის სადავეებს ის გახდება იძულებული გამონახოს ერთადერთი გამოსავალი – ხელახალი არჩევნები – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მელიას თქმით, “ადვილად გათვლადი და პროგნოზირებადია, რა სურვილი შეიძლება იყოს “ქართულ ოცნებაში“ ყველაზე დომინანტი“.

“მათ არ უნდათ პარლამენტი, რომელიც ვერ წარმოადგენს საქართველოს და ქართველ ხალხს“, – ამბობს მელია.

ადვილად გათვლადი და პროგნოზირებადია, რა სურვილი შეიძლება იყოს “ქართულ ოცნებაში“ ყველაზე დომინანტი, მათ არ უნდათ პარლამენტი, რომელიც ვერ წარმოადგენს საქართველოს და ქართველ ხალხს, თუ ისინი არიან მარტო იქ. იმ პირობებში როდესაც არც აშშ, არც ევროკავშირი, არც დიდი ბრიტანეთი არჩევნების შედეგებს და თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არ აღიარებს. ახლა მთავარია ეს სტატუსკვო შენარჩუნდეს, არავინ პარლამენტში, არაღიარება შენარჩუნდეს ჩატარებული არჩევნების და პროტესტი. შეუძლებელია, ხელისუფლება ვერ შეინარჩუნებს მართვის სადავეებს ის გახდება იძულებული გამონახოს ერთადერთი გამოსავალი – ხელახალი არჩევნები, სხვა გამოსავალი ამ ჩიხური მდგომარეობიდან არ არსებობს“, – განაცხადა მელიამ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share