“ოცნება“ კაპიტულაციას გამოაცხადებს ქართველი ხალხის წინაშე, მძიმე ბრძოლაში – ნიკა მელია

“ოცნება“ კაპიტულაციას გამოაცხადებს ქართველი ხალხის წინაშე, მძიმე ბრძოლაში – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის “-ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მელია მიიჩნევს, რომ მძიმე ბრძოლა, ქართველი ხალხის სასარგებლოდ დასრულდება.

“ჩვენ ვართ გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წევრები, ის ადამიანი კი ხელისუფლების მიმტაცებელი“- თქვა მელიამ.

“ოცნება“ კაპიტულაციას გამოაცხადებს ქართველი ხალხის წინაშე, მძიმე ბრძოლაში. ბრძოლაში, რომელიც ხალხის სასარგებლოდ დასრულდება. თავდაჯერებულები უნდა ვიყოთ, გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული პოლიტიკური ძალის წევრები, ის ადამიანი კი ხელისუფლების მიმტაცებელი. რაც მალე უკეთესია- სტატუსკვო უნდა შეიცვალოს, ივანიშვილი იქ მეოთხე ვადით ვერ იქნება, რადგან არც ამერიკელი და ევროპელი მხარს არ უჭერს და ისინი მხარს უჭერნე ქართველ ხალხს. აქციები ვერ იქნება ერთიდაიგივე მასშტაბის, თუმცა შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს“, – განაცხადა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share