რა შეუთვალა ივანიშვილმა გვარამიას გუნდს და რა დათმობაზე მიდიოდა ოლიგარქი – ნიკა გვარამია ალაპარაკდა

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ტვ პირველთან ამბობს რომ ბიძინა ივანიშვილმა პირადად მის გუნდთან სცადა მოლაპარაკებების დაწყება და გარკვეულ დათმობებზეც მიდიოდა.

 

ნიკა გვარამია:

ქართულ ოცნებას აქვს ორი არჩევანი: ან ხელახალი არჩევნები.

ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის რესურსი ჯერ ისევ არ არის ამოწურული, მთავრობა უნდა მოვიდეს გონს და თქვას, რომ მზად არის ხელახალი არჩევნებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტორიტარული რეჟიმები როგორ ამთავრებენ ვიცით, ოღონდ ეს არ გვჭირდება არავის, არც ამ ქვეყანაში, არვ სადმე სხვაგან, საერთაშორისი წესრიგის ნაწილია საქართველო.

ხომ ამბობს ქართული ოცნება რომ გაიმარჯვა? – დაინიშნოს ახალი არჩევნები და დაამტკიცონ ეს. არავის ეს მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში, არ სჯერა.

ქართული ოცნება უნდა შეეგუოს რომ  მოუწევს ახალი არჩევნების ჩატარება, ვერავითარი 25 ნოემბერი (პრემიერმა 25 ნოემბერს სხდომა ჩანიშნა) და ვერაფერი მათ ვერ გადაარჩენს.
თუ არადა, ბატონ კობახიძეს მოვუყვებით როგორ გამოდიან მოლაპარაკებაზე ბიძინა ივანიშვილისგან ჩვენთან პირადად, იმასთან დაკავშირებით რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება და დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. რა თქმა უნდა, არავითარი მოლაპარაკება ქართულ ოცნებასთან არ იქნება, მოლაპარაკება იქნება მხოლოდ ერთ საკითხზე – ხელახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. კობახიძე საიდანაც უნდა იქედან ააორთქლოს ივანიშვილმა
სიგნალი იყო პირადად ივანიშვილიდან, რომ კობახიძე საერთოდ გაქრება პოლიტიკური დღის წესრიგიდან, ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იყო და პასუხი იყო ცალსახა – არავითარი ინტერესი არ გაგვაჩნია ახალი არჩევნების გარდა.

ქვეყნის გარეთ ჩვენც გვყავს წარმომადგენელი და მათაც, იყო სიგნალი რომ კობახიძე და მთავრობა საერთოდ არ ფიგურირებდნენ დისკუსში, ოღონდ ოპოზიცია დათანხმდეს რაღაცა ფორმით თანამშრომლობახე. არანაირი თანამშრომლობა არ იქნება.
კითხვას ვისთან უნდა შემდგარიყო მოლაპარაკება, გვარამია ასე პასუხობს:

 

ივანიშვილზეა საუბარი, რა თქმა უნდა, კობახიძეს ვინ ეკითხება რაიმე სიგნალის გაგზავნას, ან ვის ელაპარაკება? ეს არის ივანიშვილის ტექსტი და აქედან, კიდევ ერთხელ ღიად ვუთვლი, არავითარი საუბარი მასთან არ იქნება, გარდა ხელახალი არჩევნებისა. კობახიძე არაა ჩვენი ინტერესი, იგი არარაობაა, რომელ კაბინეტშიც უნდა იჯდეს.

იქამდე, ვისთან უნდა გვესაუბრა, საუბარი არ მისულა და არც მივა. ჩვენი პოზიციაა – ნულოცანი შანსი ივანიშვილთან მოლაპარაკების., მხოლოდ ხელახალი არჩევნები.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ ივანიშვილს არჩევნების ლეგიტიმაცია სურდა, თუმცა, სიღრმეებში, კიდევ რა დეტალებზე შეიძლებოდა ჰქონდა სურვილი საუბრის, არ შესულან.

 

ნიკა გვარამია:

ივანიშვილი თმობდა მთელ თავის პოლიტიკურ გუნდს, თვითმფრინავში რომ ჩაჯდება და გაიქცევა, ვისაც დატოვებს, – ყველას თმობდა. ეს ჩვენ არ გვაინტერესებს. საუბარი იქნება მხოლოდ ერთ რამეზე – ახალი არჩევნები. მორჩა!

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share