“ვტოვებთ აუდიტორიებს და გამოვდივართ გარეთ!” – დღეს, ილიაუნისთან ცენზურის კანონსა და გაყალბებულ არჩევნებზე ლექციები ჩატარდება

„21 ნოემბერს, 13:00 სთ-დან ვხვდებით ისევ ილიაუნის ა კორპუსის წინ! – ამის შესახებ ინფორმაციას “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობა” ავრცელებს და სალექციო განრიგს აქვეყნებს. ლექტორები შეკრებილებთან ცენზურის კანონსა და გაყალბებულ არჩევნებზე ისაუბრებენ.

“დროის სხვადასხვა მონაკვეთში ლექტორები პროფესიული თვალსაზრისით შეაფასებენ პროტესტის გამოცდილებებს. გვესაუბრებიან ცენზურის კანონსა და გაყალბებულ არჩევნებზეგელოდებით ყველას!დღის განრიგი:13:00 ნენე კვინიკაძე16:00 დათა თავაძე17:00 ქეთი დევდარიანი18:00 გია ბუღაძე(სია განახლებადია; ჩაემატება სხვა ლექტორების ლექციებიც) ვტოვებთ აუდიტორიებს და გამოვდივართ გარეთ! ვიბრძვით თავისუფლებისთვის!გავიმარჯვებთ სახელოვნად!” – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share