ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოზე: გააგრძელეთ ახალი არჩევნების ორგანიზება საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ”

ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი საქართველოზე – ევროპული გაერთიანების წევრები “ქართულ პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდებენ,  საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ახალი არჩევნების ორგანიზების პროცესი განაგრძონ“.

ევროპარლამენტის სარეზოლუციო დოკუმენტის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, პოლიტიკური სუბიექტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინკლუზიურ დიალოგში აქტიური ჩართულობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევას განაპირობებს.

ამასთან, ევროპარლამენტარები ითხოვენ, რომ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი დარღვევები საფუძვლიანად, სწრაფად და გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული – “გმობს საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share