პუტინს სურს, კურსკი ტრამპის ინაუგურაციამდე დაგვატოვებინოს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიზნად დასახული აქვს, რომ უკრაინელ სამხედროებს კურსკის რეგიონი 2025 წლის 20 იანვრამდე, ანუ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, დაატოვებინოს.

როგორც ზელენსკი ამბობს, პუტინს სურვილია, აჩვენოს, რომ ომის დასახული ამოცანების შესრულება შეუძლია და ვითარებას აკონტროლებს. მისივე თქმით, კურკის ოლქში უკრაინის ოპერაციამ აჩვენა, რომ რუსეთს საკუთარი ტერიტორიების დაცვა არ შეუძლია, რადგან მთელ ძალებს უკრაინული ტერიტორიის ოკუპაციისთვის იყენებს, რის გამოც უკრაინას დონბასში პრობლემები აქვს.

“პუტინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ კურსკის რეგიონი დაგვატოვებინოს და ყველა ეს ისტორია, ყველა ეს საჩვენებელი დარტყმა ახალი რაკეტებით – ეს ყველაფერი უბრალოდ არ ხდება. მან ეს მიზანი დაისახა. დარწმუნებული ვარ, რომ მას სურს, შემდეგი წლის 20 იანვრამდე პოზიციები დაგვატოვებინოს. […]

მას (რედ. – პუტინს) სურს აჩვენოს, რომ, როგორც მან თქვა, ე.წ. “სპეციალური ოპერაციის” ამოცანას შეასრულებს, მთლიან დონბასის ოკუპაციას მოახდენს და მას სჭირდება, რომ კურსკის მიმართულებით პოზიცია დაგვატოვებინოს. მას ეს ორი ამოცანა აქვს. აქედან გამომდინარეობს, შესაბამისად, ჩვენი შედეგები: სირთულეები აღმოსავლეთით. დიახ, იქ უკრაინის შეიარაღებული ძალებს უკმარისობა აქვთ. დიახ, იქ უკრაინული ქვედანაყოფები არასაკმარისად არიან დაკომპლექტებულები სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის, დახმარების ნელი მიწოდების გამო”. – თქვა ზელენსკიმ.

როგორც ზელენსკი ამბობს, რუსეთს აქამდე ამ დონის დანაკარგი არ ჰქონია და უკრაინის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პუტინი მიიჩნევს, რომ მთელი ომის ბედი კურსკის ოპერაციაზე არის დამოკიდებული.

“მას (რედ. – პუტინს) ასეთი დანაკარგები არასდროს არ ჰქონია. კურსკის მიმართულებით ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ის მეთაურობის გზით პირად თხოვნებს აგზავნის, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მთლიანი ბედი კურსკის ოპერაციაზე დგას”. – თქვა ზელენსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share