ვახუშტი მენაბდე – უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს „ოცნება“ აპირებს, უკანონოა!

უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს „ოცნება“ აპირებს, უკანონოა! – ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს.

მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი მიიღებს, უკანონო იქნება.

„საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს. 150-ვე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია.

ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია სასამართლოს დაელოდოს.

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო – არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება“, – აცხადებს ვახუშტი მენაბდე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share