პრინცესა დესპინა გურიელი 1885 წლის ფრანგული მოდის ჟურნალიდან
.
„დილის მზე ხარ ბრწყინვალე, სწორედ დასაწერია,
ელვა ბნელის, გონება ბნელის ამაჟღერია,
სულის გვრიტო, უმანკო, გაქებს ყოველი ერია
პირმთვარეო აღსავსევ, ბულბულისებრ მღერია“
.
მამია გურიელმა ეს ლექსი დესპინე გურიელს 1858 წელს მიუძღვნა, დესპინეს სილამაზე საყოველთაოდ იყო ცნობილი. რაზეც მამია გურიელის ლექსის გარდა მეტყველებს 1885 წელს ფრანგულ მოდის ჟურნალში „L’Art et la mode: journal de la vie mondaine“ გამოქვეყნებული ინფორმაცია და ილუსტრაცია დესპინე გურიელის შევარდნებით ნადირობის სცენით.
.
სავარაუდოდ შევარდნებით ნადირობის ილუსტრაციასთან კვაშირში უნდა იყოს მამია გურიელის 1860 წლის წერილი დედისადმი, რომელშიც ის იხსენებს გურიელების მამულში, კერძოდ მალთაყვაში გატარებულ დროს – „ხვალ ზევით, ანუ ზეგ (ასე სჯობს, რომ ვთქვათ, რა მექართლელება ნეტაი სწორედ გურულს) მივდივართ გზის გასაკეთებლად ზღვისკენ და ისე მგონია თქვენ გიახლოვდები, როცა ზღვას ვნახავ, რაღაც სიამოვნებასა ვგრძნობ და თითქო ვიყნოს ჩემი სამშობლოს ჰაერს. მალთაყვა, იქაური დროს გატარება, შველი, ირმები, მიმინოები, ღაჟოები, ხუმრობა, სიცილი, თამაში, მხიარულება დახტიან ჩემ თვალწინ, როგორც აჩრდილი.”
.
– პრინცესა დესპინე გურიელის შევარდნებით ნადირობის სცენა ხელოვნებისა და მოდის ფრანგული ჟურნალიდან (L’Art et la mode: journal de la vie mondaine 1885 #24)
.
– წარწერა ილუსტრაციაზე – “პრინც მალაქიას და პრინცესა დესპინა გურიელი, სანადიროდ გაემგზავრა. მას, როგორც შუა საუკუნეების ქალბატონს მიჰყვება მისი ხალხი, რისი ხილვაც ადამიანში უძველეს გობელენს გაცოცხლების განცდას ბადებს.”
“La princesse Despina de Gouriel. sœur du prince Malaquia, partant pour lâchasse. Elle est suivie de ses gens, exactement comme une dame du moyen-age, a faire croire qu’on voit une anqiennne tapisserie s’animer”
– ლექსი და წერილი გამოქვეყნებულია გ. ლ. ჟღენტის „მამია გურიელი – ცხოვრება და შემოქმედება“.