მისი თქმით, ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკა ინერციით მიდის, რადგან საერთაშორისო საზოგადოებისგან საბოლოო ვერდიქტი ჯერ არ არსებობს.
„თუ საერთაშორისო საზოგადოება საბოლოოდ დაადასტურებს, რომ არჩევნებმა მართლაც არ გამოხატა ხალხის ნება, ამ შემთხვევაში უნდა ველოდოთ მათგან ისეთ ქცევას, როგორიც არის ვენესუელას მიმართ და ცხადია, ეს ფაქტორი ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს,“ – განაცხადა ცომაიამ.
ეკონომისტმა დეტალურად ისაუბრა, რა ეკონომიკური შედეგები მოჰყვება საერთაშორისო იზოლაციას ქვეყნისთვის.
„ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება დამშვიდებულია და კარგად გრძნობს თავს. შეიძლება, ეს ასე ჩანს, მაგრამ წარმოუდგენელია, რომ მათ არ ჰქონდეთ გასიგრძეგანებული საერთაშორისო იზოლაციის შედეგი. ეს ნიშნავს, რომ EBRD, მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი და სხვა ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც საქართველოსთან თანამშრომლობდნენ, შეწყვეტენ ამას. ეს ნიშნავს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის გაუარესებას, კრედიტის გაძვირებას და ა.შ. ეს იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა. ამას დამატებული, თუ ამოქმედდა „მეგობარი აქტი“, მისი მეშვეობით მოხდება საკმაოდ ბევრი პირის დასანქცირება, რასაც ამერიკის ხაზინიდან მოჰყვება ბევრი ოპერაციის გატარება. ეს გამოიწვევს გადარიცხვების შეზღუდვას. ევროპიდან მოსალოდნელია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ერასმუსის გაცვლითი პროგრამების, სხვადასხვა პროექტების გადახედვა და გადასინჯვა,“ – აღნიშნა აკაკი ცომაიამ.