საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების მიერ ბურთის თამაშს ეხმაურება და წერს, “საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს”.
საქართველო იუმორის გრძნობას არასდროს კარგავს, რითაც ფეხბურთელის პრეზიდენტად არჩევას აღნიშნავს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ერთპარტიული პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროპული მომავლის მცველებმა, რომლებიც ე.წ. პრეზიდენტად უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის არჩევას აპროტესტებენ, ბურთები მიიტანეს.
შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტი ერთკაციან არჩევნებს ატარებს – ქვეყანაში ტარდება “არჩევნები”, რომლის ფინალიც თავშივე ცნობილია.
პირველად საქართველოს ისტორიაში, ივანიშვილის გუნდი უმაღლესი მთავარსარდლის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას აპირებს. “ოცნების” მიერ შერჩეულ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს კონკურენტი არ ჰყავს.
მიხეილ ყავალაშვილმა თავი კოლეგების გინებით და დასავლეთის ლანძღვით დაგვამსახოვრა. სადავოა მისი განათლების ხარისხი და დიპლომიც, რომელიც არსად იძებნება.