გურიის მოამბე

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მოქალაქეები თავიანთი არჩევანის გამო ისჯებიან – ბუნიათიშვილი

”საქართველოს ისტორია საკმაოდ რთულია და, სამწუხაროდ, ამ ერთი პატარა, მაგრამ მშვენიერ და კულტურულად და ისტორიულად ძალიან მდიდარ ქვეყანას თავისი არსებობის განმავლობაში უმეტეს შემთხვევაში მშვიდობასა და თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება უწევდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი რამ არის ჩვენი ღირებულება და ადამიანის უფლება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველო ყოველთვის არჩევანის გაკეთების დილემის წინაშე იდგა და ეს ყოველთვის რთული იყო.

დღეს რასაც ვხედავთ, მტკივნეულია, რადგან ვხედავ, რომ ახალგაზრდა ადამიანები, ქუჩებზე ძირითადად ქართველი ახალგაზრდები დგანან – ისინი რეალურად საქართველოს გულწრფელი, პატიოსანი ახალგაზრდა თაობას წარმოადგენენ, რომლებმაც რეალურად თავიანთი არჩევანი გააკეთეს და სურთ, რომ დასავლური სამყაროს ნაწილი იყვნენ და ისინი უბრალოდ თავიანთ სურვილს გამოხატავენ, ისინი უბრალოდ აჩვენებენ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი არჩევანისთვის.

უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო, თავიანთი ნების გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ”-

თქვა პიანისტმა ხათია ბუნიათიშვილმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share