ივანიშვილი ტრაბახა და ჭორიკანაა, კობახიძესაც მიაგდებს, კალაძესაც და ღარიბაშვილსაც, ისინი ეწირებიან ამ გადაგვარებულ არსებას – რატიანი

გადასარევად იცის ივანიშვილმა რასაც აკეთებს, მას ხომ სიყვარული არ აქვს, ტრაბახა და ჭორიკანა კაცია, – ამის შესახებ პოეტმა, ზვიად რატიანმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, “ის კობახიძესაც მიაგდებს, კალაძესაც, ღარიბაშვილსაც და ყველას, ისინი ეწირებიან ამ გადაგვარებულ არსებას.“

”გადასარევად იცის ივანიშვილმა რასაც აკეთებს, მას ხომ სიყვარული არ აქვს, ტრაბახა და ჭორიკანა კაცია, ისიც უნდოდა, რომ შარავანდედი, კარგი კაცის და ქველმოქმედის სახელი ჰქონოდა, მაგრამ სასწორზე რომ დაიდო მისი ფული, კეთილდღეობა და რუსეთის შიში და მეორე მხარეს საქართველო და  ადამიანების აზრი მის შესახებ, გადაწონა ფულმა. ის კობახიძესაც მიაგდებს, კალაძესაც, ღარიბაშვილსაც და ყველას, ისინი ეწირებიან ამ გადაგვარებულ არსებას.

არ მემეტება ივანიშვილი გასაქცევად და დასამალად, იმის გათვალისწინებით, რომ ესენი ჩამოიშლებიან, საუკეთესო სცენარი მაინც გარანტიების მიცემაა, მისი უსაფუძვლო შიშებისგან, რომ იხსნან და სადმე კუნძულზე გადახვეწონ, ჩვენთვის და ამ ქვეყნისთვის აჯობებდა, ყოველდღიურად რაღაცას ვკარგავთ. ესენი თავისით სრულდებიან, უკვე იბზარებიან და იმსხვრევიან, არ უნდა მივცეთ უფლება თავისით წააგონ, ჩვენ უნდა მოვუგოთ, სხვანაირად იგივე განმეორდება ამ საზოგადოებაში“, – განაცხადა რატიანმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share