რაჭველები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას მარშით შეუერთდნენ და “ქართული ოცნების” პრემიერს კალოშები ჩამოუტანეს.
”კობახიძისთვის მაქვს ჩამოტანილი ტალახიანი ვალინკები, უნდა გავუგზავნო ლეჩხუმის ტალახი და თავზე დაიყაროს და დაითვალოს რამდენი ათასი კაცი ვართ”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მისი თქმით, თავის დროზე ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოყვანისთვის ბევრი რამ გააკეთა, რასაც დღეს ნანობს და ბოდიშს იხდის:
”ჩვენ არ გვინახავს ასეთი რამ, ბევრი რაღაც გამოვიარეთ. დიდი წვრილი მაქვს მიღებული ამ ხელისუფლების მოსვლაში, ბოდიშიც მაქვს მოსახდელი არ ვიცოდი ასეთი არაკაცები თუ იქნებოდნენ. როგორც მოვიყვანეთ ისე წავაბრძანებთ!
კობახიძისთვის მაქვს ჩამოტანილი ტალახიანი ვალინკებს ვეძახით ჩვენ, იმიტომ რომ გზას არ გვიკეთებენ, წყალს არ გვიკეთებენ და პირდაპირ უნდა გავუგზავნო ეს ლეჩხუმის ტალახი და თავზე დაიყაროს და დაითვალოს რამდენი ათასი კაცი ვართ აქ მარტო ლეჩხუმიდან ჩამოსული” – ამბობს აქციის მონაწილე.
რუსთველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება – აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, რაჭველები, როგორც მთელი ქვეყანა, ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.