დღეიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიაზე სახალხო ტელევიზია მოეწყობა

დღეიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორიაზე სახალხო ტელევიზია მოეწყობა, რომლის ეთერი სრულად დაეთმობათ მოქალაქეებს. საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტები ტელევიზიის ხელმძღვანელი პირების გადადგომასა და საეთერო დროს ითხოვენ, რომელიც ხალხს დაეთმობა. მათ სამ პუნქტიანი სამოქმედო გეგმაც წარმოადგინეს, თუმცა, მაუწყებლის ხელმძღვანელობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ აპირებს.

პროტესტის მონაწილეები მაუწყებლის მმართველებს ახსენებენ, რომ ამ ტელეკომპანიას ხალხი აფინანსებს, შესაბამისად ისინი ვალდებულნი არიან შეასრულონ საზოგადოების დაკვეთა და არ გაატარონ ბიძინა ივანიშვილის ინტერესები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share